ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება ქუჩაში მცხოვრები, გაჭირვებული ადამიანის ნახვა- დიმიტრი ხუნდაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ქართული მედიასაშაულებების საპასუხოდ, რომლებიც გაჭირვებული ადამიანების ცხოვრებას აშუქებენ, ამბობს, რომ ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება გაჭირვებული ადამიანის პოვნა და მათი გადაღება.

,,გაჭირვებული ადამიანის პოვნა და კამერით გადაღება ყოველთვის შეიძლება, მითუმეტეს მაშინ, როცა, სამწუხაროდ, 450 ათასი მოქალაქეა სოციალურად დაუცველი. სხვათა შორის, ზემაღალ სახელმწიფოებშიც შეიძლება ქუჩაში ქაღალდის ყუთებში მცხოვრებელი ადამიანების პოვნა და ამის გადაღებაც, სიუჟეტის გაკეთებაც, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო განზრახ აკეთებს, ან იგნორს უკეთებს ამას”,- ამბობს ხუნდაძე.

ის აღნიშნავს, რომ სახელმწიფო პრობლემის მოსაგვარებლად თავისი რესურსის მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა აღიარებს, რომ უკეთესადაც შეიძლება.

ხუნდაძის თქმით, მედიასაშუალებები საინფორმაციო გადაცემებს კრიმინალით, გარდაცვალებითა და სხვა სამწუხარო ფაქტებით იწყებენ, რათა წარმოაჩინონ, რომ მთელი ქვეყანა ამაში ცხოვრობს.

,,გარდაცვალებას, სამწუხარო ფაქტებს, ეს იქნება სამედიცინო შემთხვევა, ეს იქნება კრიმინალი, საინფორმაციო გადაცემის თავშივე ამით იწყება, ამით ხდება გაბუქება, ამ კატასტროფის წარმოჩენა ხდება, რომ მთელი ქვეყანა ამაში ცხოვრობს”,- ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.