ზემო ბოდბეში მცხოვრები სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ზემო ბოდბეში მცხოვრები 61 წლის გია გოგოშვილი სასულიერო პირებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

გოგოშვილის თქმით, ​ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელმსახურმა და სტიქაროსანმა სახლში მიაკითხეს, მაქანაში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ბოდბისხევში, მამათა მონასტერში მცხოვრებ ბერებთან კონფლიქტი ხშირია, მიზეზი კი, საქონლის მონასტრის ტერიტორიაზე გადასვლის ფაქტებს უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.