ზესტაფონის მერიის სამსართულიან შენობაში ლიფტის დამონტაჟება ბიუჯეტს 64 000 ლარი უჯდება.
მერიამ ლიფტის დასამონტაჟებლად ტენდერი 1- სექტემბერს გამოაცხადა. შესყიდვის ბოლო ვადად კი 25 სექტემბერი დააწესა.
ტენდერის დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტი ადაპტირებული ლიფტის შესყიდვასა და მონტაჟს აპირებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 64 000 ლარია გამოყოფილი.