ზესტაფონში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

ზესტაფონში ახალგაზრდა კაცმა თავი ჩამოიხრჩო. არსებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი ჯერ კიდევ ცოცხალი იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რას შეეწირა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.