ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა გაიფიცა.გაფიცულები ხელფასების გაზრდას მოითხოვენ.
მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.
მუშები აცხადებენ, რომ მათი დღიური შემოსავალი 22 ლარია, საიდანაც ნაწილი ტრანსპორტირებაში ეხარჯებათ. მათი განცხადებით, დასაქმებულებს არასათანადო პირობებში უწევთ მუშაობა.
” მოვითხოვთ დამტებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს.ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.