ზესტაფონში ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაეჯახა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი საპატრულო მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელს მრავლობითი ღია და დახურული სახის მოტეხილობები აღენიშნებოდა. ის კლინიკა “ფერომედში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარეობს გამოძიება.