ზესტაფონში, საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი საწყობში იმყოფებოდნენ რა დროსაც, რელსები დაეცათ. დაშავებულები ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, პაციენტი საავადმყოფოში საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით შეიყვანეს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, ის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ ქუთაისში, რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.