ჟურნალისტების “ფლეშმობი” პარლამენტის სასესიო დარბაზში

{{ARTICLEIMAGE}}
პარლამენტში მიმდინარე პლენარულ სესიაზე რამდენიმე ჟურნალისტმა პლაკატი გაშალა წარწერით – დატოვე პარლამენტი ქუთაისში. ამ ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს გადაწყვეტილებისადმი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებას გულისხმობს.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, “პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.”

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.