ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინო სულაბერიძე, რომელიც წლების მანძილზე  სიმსივნეს ებრძოდა, გარდაიცვალა.

თავის ტვინის სიმსივნე ნინოს რამდენიმე წლის წინ დაუდგინდა. ბოლო წლებში იგი ოპერაციების შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა. მის დასახმარებლად რამდენჯერმე საქველმოქმედო ღონისძიებაც მოეწყო. ნინო სულაბერიძეს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.