“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ემზარ კვიციანი ითხოვს 21 ივნისის მოვლენების გარდა გამოძიებამ დაადგინოს 20 ივნისს პარლამენტში მომხდარი ფაქტი, რის გამოც კვიციანის თქმით, ქვეყანა დაზარალდა.
“რატომ გადავედით პირდაპირ 21-ზე და არ არის გამოძიებული და არ ითხოვთ იმ ადამიანების იმუნიტეტის შეჩერებას ვინც 20 ივნისის პროვოკაცია დაგეგმა? 20 რიცხვში აქ შემოვარდნენ ჩაშალეს ასამბლეა და ამით დიდი ზარალი მიაყენეს ჩვენ ქვეყანას პოლიტიკურიც და ეკონომიკურიც რატომ ვიწყებთ შუიდან, ზის აქ ნიკანორ მელია როგორც განტევების ვაცი სამარცხვინოა ყველაფერი რაც ამ საქართველოში ხდება”-განაცხადა ემზარ კვიციანმა.
საქმე ეხება მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ჩაშლას, როდესაც რუსი დეპუტატი საზოგადოებამ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იხილა. ფაქტს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ასამბლეა მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციამ გავრილოვს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლება არ მისცა.