რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
“ქართული ოცნების” უკუსვლა დაიწყო პრეზიდენტის არჩევნებიდან და ეს შუალედური არჩევნები არის ამის გაგრძელება და დასასრული იქნება აუცილებლად საპარლამენტო არჩევნები.ზუგდიდი არის გადამწყვეტი. ზუგდიდი იყო ყოველთვის გარდამტეხი ჩვენს ქვეყანაში მოველენების და მათ შორის ზუგდიდის კანდიდატი აწუხებთ. კადრულობენ იმას, რაც არ შეიძლება. ურტყამენ იქ სადაც ეს კანდიდატი იყო ძლიერი. მე მივმართავ ქალებს, რომ შეგიძლიათ მიხვიდეთ და საკუთარი ჯანმრთელობა შეიმოწმოთ და ეს მოხდეს უფასოდ, ეს არის სანდრა რულოვსის დატოვებული პროგრამები, დღესაც მუშაობს ეს. ოპოზიციას ებრძვიან ყველა მეთოდით. ხელისუფლება არის აგონიაში,“-განაცხადა თამარ კორძაიამ.