“ზუგდიდიდან ვიწყებთ ბოროტების დამარცხებას“–სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის რგოლი ვრცელდება

სოციალურ ქსელებში სანდრა რულოვსის 2 წუთიანი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა, რომელშიც ზუგდიდის მერობის კანდიდატი საქართველოს პრობლემებზე, ხელისუფლებაზე და საკუთარ გეგმებზე საუბრობს. “დღეს საქართველოს უჭირს, დღეს საქართველო გადასარჩენია. დავიწყოთ ზუგდიდიდან. 19 მაისს ზუგდიდში ჩვენ დავიწყებთ ბოროტების დამარცხებას. “ – ამბობს კლიპში სანდრა რულოვსი.

მისი სარეკლამო რგოლი საკუთარ ფეისბუქ გვერდზ მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა. „საარჩევნოდ ივანიშვილს უცებ ზვიადი შეუყვარდა,კალაძე კალია გახდა,დედოფლისწყაროს კლანის წარმომადგენელმა ღარიბაშვილმა ზუგდიდში სიარულს მოუხშირა,სანდრასთვის კი ეს დღეს არ დაწყებულა-ის და სამეგრელო,ის და ზუგდიდი არის მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია.თუ ამას ზუგდიდელებიც დააფასებენ ხომ კარგი,და,თუ არა,ეს მაინც არაფერს შეცვლის მის დამოკიდებულებაში“ – წერს სააკაშვილი.