ზუგდიდის მერია ქალთა დღესასწაულებზე ქალებს ხორცსაკეპ მანქანებს აჩუქებს

ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიღძვნილი ღონისძიებებისთვის 20 ხორცსაკეპ მანქანას ყიდულობს, რომელსაც ქალებს აჩუქებს.

მათ შესაძენად მერიამ 7 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა. ტექნიკისთვის მერია 3 980 ლარს დახარჯავს.

ადგილობრივ მედიას ზუგდიდის მერიამ განუმარტა, რომ წერილი 20 ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციას გაეგზავნება, ისინი კი თითო ქალს თვითონ წარმოადგენენ. ტექნიკა მათ გადასცემათ. 

,,აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ამ ოც ადამიანში, რაღაცით გამორჩეული უნდა იყოს, რა თქმა უნდა”,- აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.