ზუგდიდის მერიამ შაბათს “ინტელექტის დღეს” სახელი გადაარქვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შაბათს “ინტელექტის დღეს” სახელი  გადაარქვა. შესაბამისი განცხადება ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. მათი ცნობით, შაბათი სინამდვილეში, “ინტელექტუალური თამაშების დღე” იქნება.

სახელის გადარქმევის მიზეზად მერია  საზოგადოების მხრიდან არასწორ ინტერპრეტაციებს ასახელებს.  

მერიის მიერ გუშინ, 13 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო,  რომ მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი “ინტელექტის დღედ” ცხადდება. ამჟამად, მერიის ფეისბუქ გვერდზე ეს განცხადება ჩასწორებულია და “ინტელექტის დღის” ნაცვლად, “ინტელექტუალური თამაშების დღე” წერია.