ზუგდიდის მერმა, გეგა შენგელიამ შაბათი ინტელექტის დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, 14 სექტემბერს დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე გაიმართება.
“პროექტის ფარგლებში, პირველი თამაში რა? სად? როდის? ხვალ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე ჩატარდება. დასწრება თავისუფალია”-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.