ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა

ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოსთან ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები  საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობდენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა, რასაც   ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დეპუტატებს  ნიკა მელიას  და თინა ბოკუჩავას საკრებულოს შენობაში არ უშვებდნენ, ამ წუთებში ისინი შენობაში იმყოფებიან და საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავენ.

ადგილზე არ უშვებენ ჟურნალისტებს, ამ ფაქტს ოპოზიციის წევრები აპროტესტებენ. ჟურნალისტებს რთულ მუშაობაში უწევთ მუშაობა. 

ოპოზიცია მოითხოვს საგანგებო სხდომის ჩანიშვნას, სადაც დეპუტატ გია დანელიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ და მისთვის უფლებამოსილების შეჩერებაზე იმსჯელებენ.

ზუგდიდის საკრებულოს წევრი, გია დანელია, სკანდალური ჩანაწერის მთავარი ფიგურანტია, სადაც ის არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად, მოსახლეობის ტერორზე საუბრობს.

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.