ზუგდიდის საოლქო კომისიაში ვითარება ისევ დაიძაბა. სხდომაზე მისულ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს სხდომაზე არ უშვებდნენ. ამ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. ხატია დეკანოიძე დაცვას მოუწოდებდა შეეშვათ საოლქო კომისიის სხდომაზე, რადგან მას შესაბამისი უფლებამოსილება აქვს. ამ დროისთვის ოპოზიციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები სხდომაზე შეუშვეს.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრების თქმით, მათ სხდომაზე კონკრეტული მტკიცებულებები მიიტანეს, საარჩევნო ყუთებთან დაკავშირებით.
„გადასატან ყუთთან რაც არის, ყველაფერი არის გადაწყვეტილი,“ – აღნიშნა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები მიმართავენ კომისიის თავმჯდომარეს, რომ მათ მიერ წარდგენილი საკითხი განსახილველად დღის წესრიგში ჩასვან. ეს საკითხი გადასატან სიებს ეხება.