ზუგდიდში 54,08 %-ით გეგა შენგელიამ გაიმარჯვა, მარნეულში კი ჩვენმა კანდიდატმა 78.75 % მიიღო-ირაკლი კობახიძე

ზუგდიდში გეგა შენგელიამ 54.08% მიიღო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

„ოქმების მონაცემებით 54.08% ეკუთვნის გეგა შენგელიას. შესაბამისად, შეიძლება უკვე  კიდევ ერთხელ თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ბატონმა გეგა შენგელიამ, მეორე არის მარნეულ,სადაც  დათვლილია 86 უბანი. 78.75% ზაურ დარგალის მაჩვენებელია“,- განაცხადა კობახიძემ.