ზუგდიდში ავარიის დროს დაშავებული ერთ-ერთი ახლგაზრდა გარდაიცვალა

გუშინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა.

ექიმების განცხადებით, მამაკაცს თავის ტვინის დიფუზური ტრამვა აღენიშნებოდა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებაა.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა ზუგდიდი-ჯვარი – მესტიის ჩხორიის მონაკვეთზე.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის მე-7 სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები არიან.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.