ზუგდიდში, სოფელ რუხში, „ფორდის“ მარკის სატვირთო ავტომანქანას მოტოციკლი შეეჯახა.
მძიმედ დაშავებული მოტოციკლის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.