ზუგდიდში ბაზრის შესასვლელთან მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მალევე მოვიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.