ზუგდიდში გამოძიება, ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო

კვებითი ინტოკსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ექიმის ინფორმაციით, მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  ქალი ამტკიცებს რომ ისინი მისი შვილები არიან თუმცა გამოძიებამ დაადგინა რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გამოძიებამ უკრაინელი მოქალაქის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო.  საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბავშვების ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას გეგმავდა.