შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, გარდაცვლილი ქალის მეუღლე, მეუღლე, 1987 წელს დაბადებული ბაკურ სორდია დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ოჯახში ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 115- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში 35 წლის ქალი ოჯახის წევრებმა ბოსელში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
გარდაცვლილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, უმცროსი წლის და 2 თვისაა.
სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახს ორი განსხვავებული ვერსია აქვს.
გარდაცვლილი ეკა მიქავას მამის თქმით, სავარაუდოდ, მის შვილზე ქმარმა ფიზიკურად იძალადა, რამაც სავარაუდოდ თვითმკვლელობა გადააწყვეტინა.
განსხვავებული ვერსია აქვს გარდაცვლილის ძმას ნუკრი მიქავას, რომლის თქმითაც, მის დას სხეულზე დაზიანებები აქვს. ნუკრი მიქავა ვარაუდობს, რომ ის ჯერ სცემეს და შემდეგ ჩამოკიდეს.