ზუგდიდში სანდრა რულოვსსა და მისი შტაბის წევრებზე თავდასხმის მონაწილე გელა კვარაცხელია დაკავებულია.
ის ზუგდიდის პოლიციაში იმყოფება, კვარაცხელიას განცხადებით, „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კავშირი არ აქვს და მერობის კანდიდატს ზვიად გამსახურდიას გამო დაესხა თავს.
შეგახსენებთ, რომ დასპირისპირება ზუგდიდის ცენტრში იმ დროს მოხდა, როცა სანდრა რულოვსის “ოდიშს” ინტერვიუს აძლევდა.რამდენიმე პირმა მერობის კანდიდატს სიტყვიერი, ხოლო გადამღებ ჯგუფს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.