ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციიის დაშლისას რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შვილი ზუკა ბერძენიშვილი,ასევე დაკავებულია “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერი გიგა მაქარაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით სულ 10-მდე ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, სპეცდანიშნულების რაზმმა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო აქციის დაშლა. მომიტინგეების დაშლას წყლის ჭავლით ცდილობენ.