სადაც ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები ჭიდაობის ფედერაციასთან მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის მხარდამჭერ აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, რადგან ის არის მოძალადე და მოძალადის ადგილი ჭიდაობის ფედერაციის სათავეში არ არის.
პროტესტს ასევე ელენე ხოშტარია შეუერთდა. ის ჩვეულებრივი მოქალაქის სტატუსადაა აქციაზე მისული და მისი თქმით ვერ ეგუება უსამართლობას.
გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.
ზურაბ დათუნაშვილმა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე რკინის ბლაგვი საგნით თავის გატეხვასა და კორუფციაში დაადანაშაულა, თუმცა პოლიციას ჩვენება არ მისცა. მოჭიდავე ამბობს, რომ არავის დაჭერა სურს და მხოლოდ გეგეშიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს მთელი თავისი გუნდით.