ზურაბ ჯაფარიძე ხმის მისაცემად მთაწმინდაზე სარდაფში გადაეწერა

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პარტიის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ჰერმან საბოსთვის ხმის მისაცემად მთაწმინდაზე მდებარე სარდაფში ჩაეწერა. საჯარო რეესტრიდან ამონაწერს ჯაფარიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.

22 მარტს, გირჩის კანდიდატმა, ჰერმან საბომ პარტიის მთაწმინდელ ამომრჩევლებს მოუწოდება, მათი სხვა მხარდამჭერები სახლში ჩაწერონ, რათა არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლონ.