ზურაბიშვილი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სალომე ზურაბიშვილმა რემერტის ხიდი და ახალი ზარზმის მონასტერი დაათვალიერა.

დღესვე პრეზიდენტი სოფელ უდეში, ანთიმოზ ივერიელის სახელობის მონასტერს ეწვევა და მარნებს დაათვალიერებს, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში კი, დედათა ხელსაქმეს გაეცნობა.