ზურაბიშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავში ქვემეხებიდან გაისვრიან

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე პერიოდში, ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა მოხდება, თელავის მერია ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს თელავში, “ბატონის სასახლეში” გაიმართება.