ზურაბიშვილმა მოზარდზე მოძალადეც შეიწყალა-სკანდალური შეწყალებების ახალი სია

ახალი დეტალები სკანდალური შეწყალების საქმეზე გამოთხოვილ ინფორმაციაზე-პრეზიდენტის მიერ შეწყალებულტა სიაში ის პირიც მოხვდა, რომელმაც არასრულწლოვანზე იძალადა. „რადიო თავისუფლებამ„ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან წერილი მიიღო. სადაც ირკვევა, რომ სალომე ზურაბიშვილს სხვა მძიმე ბრალდებით გასამართლებული პირებიც ჰყავს შეწყალებული.​

პრეზიდენტის მიერ შეწყალებულტა შორის არიან ძარცვაში, ყაჩაღობასა და ქურდობისთვის ბრალდებული პირები. 

“რადიო თავისუფლების” ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წლის 17 დეკებრიდან დღემდე სულ 91 მსჯავრდებული შეიწყალა.მათ შორის, 2019 წლის 27 აგვისტოს – 34 ბრალდებული.