საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევა,ხოლო უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მიულოცა.
ზურაბიშვილმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ ელის უკრაინის ახალ პრეზიდენტთან თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად.
შეგახსენებთ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართა. ვლადიმერ ზელენსკიმ დამაჯერებელი გამარჯვება 73.09 %-ით მოიპოვა.