ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე სპეციალური კომისია შეიქმნება. როგორც პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი აცახდებს, ამაზე შეთანხმება პროკურატურასთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ფაქტიურად მიღწეულია. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნაა, რომ საქმეს ჩამოშორდეს ყველა ის გამომძიებელი და პროკურორი, ვისაც რაიმე კავშირი ჰქონია ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებასა და მის გაჭიანურებასთან. გიგუაშვილის განცახდებით, სპეციალური კომისიის მუშაობის მიმართულების განსასაზღვრად პროკურატურამ 2 კვირიანი ვადა ითხოვა, რის შემდეგაც ის მთავარ პროკურორს შეხვდება. პროკურატურის გუშინდელ განცხადებას კი, რომლის თანახმადაც, დაცვის მხარეს გუშინ სამოქმედო გეგმა უნდა წარედგინა, ადვოკატი სამარცხინოს უწოდებს და ამბობს, რომ მთავარი პროკურორი დაცვის მხარის გეგმას არ უნდა ელოდებოდეს.