ზვიად კუპრავა ციხიდან გამოდის

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა ხვალ საპატიმროს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კუპრავას მეუღლე, ხატია თორდია ავრცელებს:

„როგორც იქნა დასრულდა ჯოჯოხეთური ცხრა თვე, ძალიან რთული და მძიმე დღეები ჩავაბარეთ წარსულს. მეგობრებო, ხვალ ზვიადი დატოვებს საპატიმროს და ვისაც აქვს სურვილი დახვედრის, ყველას გელოდებით გლდანის #8 დაწესებულების ეზოში, დილის 09:00-დან 10:00სთ.მდე. ივანიშვილ-გახარიას პირადი პატიმარი ტოვებს საპატიმროს და შემოგვიერთდება ბრძოლის ველზე, სადაც წყდება ქვეყნის ბედი. ზვიადი იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ და იბრძოლებს საბოლოო გამარჯვებამდე!!!

ბიძინა შენი პირადი პატიმარი ტოვებს საპყრობილეს და ძალიან მალე დანარჩენებიც დატოვებენ და აი მაშინ ბატონო ბიძინა, წასულია შენი საქმე!!! შენი დღეები დათვლილია ამქვეყანაში!!! – წერს ხატია თორდია.

ცნობისთვის, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე, რაც მოსამართლის შეურაცხყოფით გამოიხატა, ზვიად კუპრავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას თავისუფლებების აღკვეთა 9 თვის ვადით განუსაზღვრა.