ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა.

საპატიმროდან გამოსვლისას კუპრავამ განაცხადა,  ის აქტიურად აპირებს ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში, რადგან გაცილებით რთული სიტუაციაა.

„ერთადერთი რა გრძნობაც მაქვს ეს არის ბრაზი, ბრაზი რაც ამ 9 თვის განმავლობაში განვიცადე. სიტუაცია ბევრად უარესია ახლა, როდესაც გამოვედი გარეთ. აუცილებლად რეჟიმის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ“, – ამბობს ზვიად კუპრავა.