ზვიად კვაჭანტიტაძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა – შესაბამისი თხოვნით დეპუტატმა ბიუროს უკვე მიმართა. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება გარკვეულწილად პროტესტია იმის საწინააღმდეგოდ, რაც დღეს პარლამენტში ხდება.
“გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, ჩემთვის მტკივნეული, თუმცა სწორი იქნება. მე ვუერთდები ჩემი კოლეგების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებმაც მიიღეს ანალოგიური გადაწყვეტილება. მიზეზი მხოლოდ მოსამართლეების საკითხი არ ყოფილა, თუმცა ეს იყო ყველაზე დიდი წითელი ხაზი”, ამბობს კვაჭანტირაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას კობა ნარჩემაშვილიც არ გამორიცხავს. ამბობს, რომ მორალურად მიუღებელი იქნება, დარჩეს გუნდში მაშინ, როდესაც ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით საწინააღმდეგო მოსაზრება ექნება.
“თუკი ოპონირების რეჟიმში იქნება თემები, რომლებიც აზრთასხვადასხვაობას გამოიწვევს, უბრალოდ მორალურად იქნება მიუღებელი ჩემთვის, თან ვიყო უმრავლესობაში, თან ვიყო წინააღმდეგი რიგი საკითხებისა – ასე რომ, ამას არ გამოვრიცხავ”, განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
ცოტა ადრე უნდა წავსულიყავი – გედევან ფოფხაძე
საპარლამენტო უმრავლესობიდან ჟორჟოლიანიც მიდის
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
ეკა ბესელიამ “ქართული ოცნება” დატოვა
ბიძინა ივანიშვილი დღეს მმართველი გუნდის წევრებს შეხვდება