რას შეცვლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი საქართველოსთვის–ამერიკელი ექსპერტების აზრი

ამერიკა პრეზიდენტს, საქართველო კი პარლამენტს ირჩევს. ორივე არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი. “Ამერიკის ხმა” დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოზე და არის, თუ არა შესაძლებელი, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალოს?

ვაშინგტონში გამოცდილი დიპლომატები ამბობენ, რომ საქართველოსთან მიმართებით, მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, რადგან “ამერიკაში უთქმელი და დაუწერელი პირობაა- არ იცვლება საგარეო პოლიტიკა და მას არ აკრიტიკებენ ახალი პრეზიდენტები,”- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი.

“ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან მყარია და ამ ურთიერთობებს ძალიან კარგი საფუძველი აქვს. ამერიკის არჩევნები უფრო კონცენტრირებულია შიდა საკითხებზე. საქართველოსა და ამერიკას შორის აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს სამხედრო კუთხითაც. ამერიკის შეერთებული შტატები მუდმივად აფიქსირებს პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია “- ამბობს დიპლომატი იალოვიცი, რომელიც თვლის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები არ შეიცვლება. თუმცა აქვე ამატებს:

“საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა და ის მუდმივად ცდილობს წინსვლას. ამ დროისთვის, ბევრი პრობლემაა ამ კუთხით, რაზეც ამერიკელმა კონგრესმენებმა არაერთი წერილი გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხები კიდევ უფრო წამოიწევს თუკი, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი ნაკლებ კონცენტრაციას აკეთებს ასეთ საკითხებზე, მაგრამ თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, საქართველოს უფრო მეტი კონცენტრაცია და მუშაობა დასჭირდება დემოკრატიის განვითარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. ჯო ბაიდენისთვის ეს თემები ძალიან მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხებს დიდ ყურადღებას უთმობს,”- განაცხადა ამერიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეტ იალოვიცმა “ამერიკის ხმასთან საუბრის დროს.

ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი კურტ ვოლკერი კი ფიქრობს, რომ როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში ამერიკა საქართველოს ურთიერთობები გაღრმავდება და არავითარ შემთხვევაში არ შემცირდება. დიპლომატი აქვე ამბობს, რომ საქართველოში შესაძლოა უახლოეს პერიოდში ამერიკის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი გაიხსნას.

“საინტერესოა ის ფაქტი, რომ საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს ძალიან ძლიერი გრძნობები აქვთ პრეზიდენტ ტრამპის მიმართ. ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი ტრამპი არ არის ისეთი მეგობრული და დამხმარე პიროვნება, როგორც ამერიკის სხვა პრეზიდენტები იყვნენ. მაგრამ, თუ გადავხედავთ პოლიტიკას და პიროვნებებზე არ ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის დროს და ეს მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპის პირობებშიც გრძელდება. ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისთვის, ასევე მხარს უჭერს და ეხმარება საქართველოს რეფორმების განხორციელებაში , მიუხედავად რუსეთიდან მომდინარე წინააღმდეგობებისა. მე ვფიქრობ, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება და გაიზრდება – მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში. თუ არჩეული იქნება პრეზიდენტი ტრამპი, ვფიქრობ გაგრძელდება არსებული პოლიტიკა და მხარდაჭერა გაძლიერდება, სამხედრო წვრთნების და პირდაპირი ინვესტიციების კუთხითაც. ამავე დროს, თუ ამერიკელი ხალხი პრეზიდენტად აირჩევს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენს, ვერ ვხედავ ვერანაირ შანსს იმისას, რომ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა შემცირდეს,”- ამბობს “ამერიკის ხმასთან” საუბრისას დიპლომატი ვოლკერი.

დევიდ კრამერი, რომელიც ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორია, ამბობს, რომ მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსადმი ყურადღებას დეტალები აკლდა:

“ტრამპის ადამინისტრაციამ საქართველოსთან ურთიერთობა კარგად დაიწყო. 2017 წელს საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. მაგრამ, მას შემდეგ ამერიკას 2 წელი დასჭირდა იმისათვის , რომ საქართველოში ახალი ელჩი გაეგზავნა. კელი დეგნანი, რომელიც ახლა ამერიკის ელჩია საქართველოში, ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ მან მხოლოდ ამ წლის დასაწყისში დაიწყო მუშაობა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია ელჩის ყოლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ქვეყანა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი,”- ამბობს დევიდ კრამერი.

კრამერმა “ამერიკის ხმასთან” საუბრის დროს ისაუბრა იმის შესახებაც, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოსთვის, თუ ამერიკის არჩევნებში დონალდ ტრამპი ან ჯო ბაიდენი გაიმარჯვებენ.

“მე ვფიქრობ, თუ ტრამპის ხელახლა არჩევა მოხდება, შესაძლოა ამან გარკვეული პრობლემები წარმოშვას ევროპასთან ურთიერთობაში. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები არ არის კარგ ფორმაში. პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ შესაძლებელია ამერიკამ ნატო დატოვოს, რაც ჩემი აზრით კატასტროფა იქნება. ეს კი ვფიქრობ, რომ დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის. ქვეყანა არ არის ნატოს წევრი, მაგრამ ის მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. მაშინაც კი, თუ პრეზიდენტი ტრამპი ვერ შეძლებს ოფიციალურად გაიყვანოს ამერიკა გაერთიანებიდან, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ საუბარი გასვლის სურვილის შესახებ, ნატოს დასრულებას ნიშნავს, რა თქმა უნდა ჩემი აზრით. თუ მოიგებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი? მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან უწყობს ხელს ნატოს, ის აცნობიერებს ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გამოსწორების მნიშვნელობას. ასე რომ, მე ვხედავ მნიშვნელოვან განსხვავებას ამ ორ კანდიდატს შორის, მაგრამ არ ვამბობ იმას, თუ რომელი იქნება უკეთესი. საქართველოში უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად გამარჯვებული საპრეზიდენტო კანდიდატისა, ურთიერთობები მყარად გაგრძელდება. უფრო მეტიც, საქართველოს აშშ-ის კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. ამას ადასტურებს ბოლოს მიღებული რეზოლუციები და გამოჩენილი ყურადღება,”- აცხადებს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ კრამერი.

წყარო: ამერიკის ხმა

პოპულარული

თუფაქ შაკურის მკვლელობაში დუეინ დევისი დამნაშავედ ცნეს

ლას-ვეგასის ნაფიცმა მსაჯულებმა 63 წლის დუეინ „კეფ დი" დევისი...

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი იმართება

შაბათს ისლანდიის ამომრჩევლებმა — კუნძულოვანი სახელმწიფოს თითქმის 400-ათასიანმა მოსახლეობამ...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, გურიაში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა,...

ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 31 აგვისტოს...

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე...

ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირთან დაახლოებას მხარი არ დაუჭირა

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმზე გაიმარჯვეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების...

ყველა ამბავი

ევროკავშირში სომხეთთან სავაჭრო რეჟიმის ლიბერალიზაცია დაიწყეს

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის დროებითი ლიბერალიზაციის ზომები დაამტკიცა რუსეთის მიერ ახლახან დაწესებული სავაჭრო შეზღუდვების გამო. ამის შესახებ ოთხშაბათს, 2...

როცა ჩვენზე ძალადობა ნახა და ვერაფრით გვეხმარებოდა, თვითმკვლელობის მიზნით წავიდა აივნისკენ, რა დროსაც დააკავეს – თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი

როცა ჩვენზე ძალადობა ნახა, და ვერაფრით გვეხმარებოდა, თვითმკვლელობის მიზნით წავიდა აივნისკენ, რა დროსაც დააკავეს - ამის შესახებ თამაზ ელიზბარაშვილის...

არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ხაბეიშვილი

ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის „ქოცის“ სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან! , -...

თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

ბიზნესმენმა თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო.“დღევანდელი უსამართლობის შემდეგ თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო. გადაყვანილია ქ.თბილისის მთავარ სამმართველოში, დიღომში.“ - წერია გავრცელებულ...

ირაკლის განადგურების პროცესი ივანიშვილის გარეშე არ განვითარდებოდა, თუმცა ის დაარწმუნეს – ღარიბაშვილის ცოლის ძმა

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განადგურებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ...

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — არჩეულია ულე მადისე

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი ულე მადისე აირჩია. კენჭისყრა 2 სექტემბერს, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გაიმართა.ფარული...

ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

"ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს"-ამის შესახებ "ქართული ოცნების" პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ...

ციხის ადმინისტრაციის ცნობით, წამახალისებელი პაემანი რემონტის გამო ვერ ჩაინიშნა – იოსელიანი

ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი მოვინახულე მის საცხოვრებელ საკანში, ვესაუბრე, რა თქმა უნდა, ყველა საკითხზე, რაც შეიძლება პატიმარს აწუხებდეს. ბუნებრივია, იმაზეც,...

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ სომხეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა აღარ სჭირდებათ, რუსეთი სომხეთიდან გავა."თუ...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ ის კომენტარს გააკეთებს ღარიბაშვილის ციხეში...

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,...