ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის

ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინეს. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის პოლიტიკურის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს შედგა პარტიის პოლიტიკური საბჭოს მორიგი სხდომა სადაც განვიხილეთ პარტიის მიერ გასამართ ყრილობასთან დაკავშირებული საკითხები. პირველ რიგში გაცნობებთ, რომ პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა“, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ივანიშვილმა საზოგადოებას ღია წერილით მიმართა.