დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

დღეს ოპოზიციური პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და  თბილისში დარჩენილ ორ ოლქში დეპუტატობის საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ.

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე იქნება. მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან გია ვოლსკია, ამავე ოლქში კენჭს ანა დოლიძე და ლელოს წევრი, ლევან სამუშიაც იყრის.

ოპოზიციის საერთო კანდიდატი საბურთალოს ოლქში გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი იქნება.

ახლა ოპოზიციურ პარტიებს თბილისის რვავე ოლქში ჰყავთ შეთანხმებული საერთო კანდიდატი, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო);
  • გლდანი – ნიკა მელია (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო);
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
  • მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები);
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).
  •  დიდუბე–ჩუღურეთი – ზურაბ ჯაფარიძე (გირჩი)
  •  საბურთალო – ირაკლი ოქრუაშვილი (გამარჯვებული საქართველო).