პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ლევან იოსელიანს აირჩევენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ოპოზიციის კვოტით პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს აირჩევენ.

იოსელიანის კანდიდატურა ბიუროს უკვე წარედგინა. მას პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ გუშინ ევროპელი სოციალისტების წევრი ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს.