ბრაზილიის პრეზიდენტი უარყოფს, რომ კორონავირუსი დაუდგინდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ უარყოფს კორონავირუსით ინფიცირებას და აცხადებს, რომ ანალიზების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„სამხედრო ჰოსპიტალმა პრეზიდენტ ჟაირ ბოლონარუს „COVID-19“-ის ანალიზზე უარყოფითი შედეგი აჩვენა” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადებამდე ბრაზილიის ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბოლოსონარუს კორონავირუსი დაუდასტურდა.