ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ისევ მავთულხლართებს აგებს

 

ოკუპანტებმა რუს სამხედროებტან ერთად სოფელ ატოცთან 1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერები გაავლეს. შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის 30 ჰექტარი მიწა საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. სოფლის მოსახლეობა ნაკვეთს საძოვრებად ასევე სახნავ-სათეს მიწებად იყენებდა. ადგილზე ჩავიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სხელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

რისეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ უკანონო გადაწყვეტილებას გმობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უწყება სოფელ ატოცთან ახალი მავთულხლართების გავლებას განცხადებით გამოეხმაურა. სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო შენაერთები საქართველოს ტერიტორიიდან.
საგარეო ასქმეტა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯებს და ქმედითი ზომები მიიღოს რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის საპირისპიროდ. ქარელის რაიონის სოფელ ატოცთან მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გააქტიურებულია “ცხელი ხაზიც”.