საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 24-ე პირი 19 წლის ბიჭია

ინფორმაცია საქართველოში 24-ე პაციენტის ინფიცირების შესახებ ოთხშაბათს საღამოს გახდა ცნობილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პაციენტის შესახებ დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა თქვა, რომ ის იტალიასთან კონტაქტს უკავშირდება. ცნობილი გახდა, რომ პაციენტი  19 წლის მამაკაცია. ის ბოლო პერიოდში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას შემდეგ კი რაც კორონავირუსი დაუდასტურდა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.