Huawei დასაკეცეკრანიან 5G სმარტფონს თებერვალში წარადგენს

ტექნოგიგანტები ყოველწლიურად სხვადასხვაგვარ ინოვაციებს გვთავაზობენ. ბოლო დროს დიდმა მობილური ტელეფონის მწარმოებელმა კომპანიებმა დაიწყეს დასაკეცი ტელეფონების შექმნა. გავრცელდა მრავალნაირი პროტოტიპი თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო მომავლის მობილური ტელეფონი, რომელიც პლანშეტის ფუნქციასაც შეითავსებდა.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დასაკეცმა ტელეფონებმა დიდი კრიტიკა გამოიწვია ანალიტიკოსებისგან და მათი თქმით, მსოფლიო ჯერ-ჯერობით არც ტექნოლოგიურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არის დასაკეცი ტელეფონებისთვის.

ამას არ შეუშინებია ჩინური ტექნოგიგანტი Huawei და იგი თებერვალში 5G დასაკეც სმარტფონს წარმოგვიდგენს. გაჯეტის პრეზენტაციას ბარსელონაში, სმარტფონების მსოფლიო კონგრესზე (MWC ), 24 თებერვალს გაიმართება.

როგორც ცნობილია, პირველ ეტაპზე ჩინური კომპანია შეზღუდული რაოდენობის სმარტფონების გამოშვებას გეგმავს.