არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ – ივერი მელაშვილი

ამ საქმეში არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ., – ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომელზეც დაცვის მხარის შესავალ სიტყვას ისმენენ.თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ საქმეში არც მე და არც ნატალია ილიჩოვა იოტისოდენად დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ თუ რამე გვიკეთებია მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბინძური ბრალდება იყო წამოყენებული. როგორც თავიდანვე, ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს და ქართული მხარის ინტერესების საზიანოდ არის მოწყობილი”, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.

სხდომაზე დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოისმენენ. საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ ერთ-ერთი ბრალდებული ნატალია ილიჩოვა და მისი ადვოკატები.