არ მაინტერესებს, პოლიტიკოსები როგორ აფასებენ – ზალკალიანი ბელარუს ჟურნალისტზე განცხადებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს არ აინტერესებს, როგორ აფასებენ პოლიტიკოსები მათ განცადებას ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებაზე.

“ამ თემაზე ჩვენი განცხადება იყო მკაფიო. არ მაინტერესებს პოლიტიკური ინსინუაციები, რომელი პოლიტიკოსი როგორ აფასებს სამინისტორს განცხადებას. ჩემთვის მთვარია, რომ არ დაზიანდეს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე ვარ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებზე, ამიტომ ჩვენი მყისიერი მოწოდება იყო, რომ ყველა დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლებულიყო. კონკრეტიკა კი ევროკავშირის განცხადებაშია, რომლის ხელმოწერიც არის საქართველო“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ბელარუსმა სამხედრო თვითმფრინავმა მიმართულება შეაცვლევინა და მინსკში დაჯდომა აიძულა. ბელარუსმა თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრა, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რის შემდეგაც მათ უბრძანა, თვითმფრინავი უახლოეს აეროპორტში დაესვათ.

თვითმფრინავის მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის აქტივისტი და ჟურნალისტი, Nexta-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაზე განცხადება გაავრცელა, თუმცა დაკავებულ ჟურნალისტზე და მომხდარ ინციდენტზე არც ერთი სიტყვა არ ახსენა.