ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დენის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებას ეხმიანება. მინისტრის თქმით, ვერ ჩაერევა მარეგულირებლის, სემეკის გადაწყვეტილებაში.
“კანონმდებლობით, ტარიფების კალკულაციას და დადგენას ახორციელებს დამოუკიდებელი რეგულატორი სემეკი, რომელიც თავისი მეთოდოლოგიით ხელმძღვანელობს. დარწმუნებულები ვართ, რომ სემეკი მიიღებს დაბალანსებულ, ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთის მხრივ მომხმარებლის უფლებებს დაიცავს, მეორეს მხრივ კი ენერგოკომპანიებს მისცემს საშუალებას, უსაფრთხოდ მაიწოდონ ელექტროენერგია მომხმარებლებს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ჩავერევით მათ კომპეტენციაში” , – ამბობს ნათია თურნავა.
დღეს ენერგო-პრო ჯორჯიამ განაცხადა, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. კომპანია პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს.