ვაკეში, თსუ-ს პირველ კორპუსთან მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“ოცნების 20 ლარიანი ტიტუშკები თავს დაესხნენ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს”, – წერს “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია სოციალურ ქსელში და თავდამსხმელების, გაქცევის კადრებს ავრცელებს.
ნიკო მანაგაძე აქციის – დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია.
საპროტესტო აქცია პრემიერმინისტრის წინააღმდეგ ხვალ, დილის 09:00 საათზე, თსუ-ს მეორე კორპუსთანაა ჩანიშნული.