აშშ-ის მხარდაჭერის გარეშეც 6 თვის განმავლობაში გვაქვს იარაღის რეზერვები. ვეძებთ ალტერნატივებს – ფედირ ვენისლავსკი

უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი, ფედირ ვენისლავსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექვსი თვის განმავლობაში აქვს იარაღის რეზერვები, ამერიკის დახმარების გარშეც და ეძებენ ალტერნატივებს.

  • ” უკრაინას აქვს უსაფრთხოების ზღვარი დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, თუნდაც შეერთებული შტატების სისტემატური მხარდაჭერის გარეშე. თუმცა, სიტუაცია მნიშვნელოვნად გართულდება, ამიტომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეიარაღების მიწოდების ალტერნატიული წყაროების მოსაძებნად, მაგრამ ზოგიერთი ტიპის იარაღის, მათ შორის შორი მოქმედების საჰაერო თავდაცვის სისტემების და შორ მანძილზე, მაღალი სიზუსტის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება, ამ ეტაპზე მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია.” – უკრაინის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის წევრი, ფედირ ვენისლავსკი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შეჩერების განკარგულება გასცა, სანამ ქვეყნის ხელმძღვანელობა არ გამოავლენს „მშვიდობისადმი ერთგულებას“. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლიდიმირ ზელენსკის შორის თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მწვავე დაპირისპირება მოხდა.

„პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენს პარტნიორებსაც ჰქონდეთ იგივე მიზანი. ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის პრობლემის მოგვარებას უწყობს ხელს“, — განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელსაც მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოები და ამერიკული მედია ციტირებენ.

თავად ტრამპს ამ გადაწყვეტილებაზე ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი, ხოლო თეთრი სახლისგან ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ორშაბათს, ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებდა თუ არა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას, ტრამპმა უპასუხა: „ვნახოთ, რა მოხდება“. Bloomberg-ისა და Fox News-ის ცნობით, ეს შეჩერება გაგრძელდება მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად ესწრაფვის მშვიდობას.

„აშშ აჩერებს უკრაინისთვის ყველა მიმდინარე სამხედრო დახმარებას მანამ, სანამ ტრამპი არ დარწმუნდება, რომ ქვეყნის ლიდერები გულწრფელად არიან ერთგულნი მშვიდობისკენ სწრაფვის“, — ციტირებს Bloomberg თეთრი სახლის წარმომადგენელს.

„ეს არ არის დახმარების საბოლოო შეწყვეტა, ეს დროებითი პაუზაა“, — იტყობინება Fox News ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

Bloomberg-ის მონაცემებით, ეს გადაწყვეტილება შეეხება უკრაინაში ჯერ არ ჩასულ ყველა ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის იმ იარაღსაც, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია ან პოლონეთის გავლით ტრანზიტს ელოდება.

ჯერ არ არის ნათელი, როგორ იმოქმედებს ტრამპის ეს გადაწყვეტილება კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და რამდენ ერთეულს შეეხება იგი. CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლები ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკისგან გარკვეული ქმედებები, შესაძლოა, საჯარო ბოდიში მოითხოვონ, სანამ მინერალური რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას განიხილავენ ან უკრაინის დახმარების საკითხს განაგრძობენ.

ტელეკომპანიის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, სამხედრო დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ორშაბათს, გვიან ღამით იქნა მიღებული და წარმოადგენს „უკრაინაზე ზეწოლის სტრატეგიას“.

ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი თანამშრომელი ჩარლზ კუპჩანი BBC-თან საუბარში ამბობს: „რაც აქ ხდება, ეს არის აგრესიული დიპლომატია, იძულება და ზეწოლა“.

„ფაქტობრივად, ტრამპი უკრაინელებს ეუბნება: თუ გინდათ ამერიკული იარაღი და აშშ-ის მხარდაჭერა, დროა, რუსეთთან მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდეთ“, — განაცხადა მან.

ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს ტრამპისთვის ბოდიშის მოხდას ოვალურ კაბინეტში მომხდარი ინციდენტის გამო, მაგრამ მზადაა, განაგრძოს ურთიერთობების გაღრმავება აშშ-სთან. მან ასევე არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინის ხელისუფლება ერთგულია მშვიდობის და მაქსიმალურად სწრაფად სურს ომის დასრულება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დიპლომატია რეალურად შინაარსიანი გავხადოთ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ნამდვილი მშვიდობა და ყველაზე მეტად ეს უკრაინელებს სურთ, რადგან ომი ანადგურებს ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებს. ვკარგავთ ჩვენს ხალხს. საჭიროა ომის შეჩერება და უსაფრთხოების გარანტია“, — განაცხადა ზელენსკიმ ორშაბათს, იმედს გამოთქვამს, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას.

მანამდე დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა ზელენსკის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთთან მშვიდობიანი შეთანხმება ჯერ „ძალიან შორს არის“. „ეს ყველაზე ცუდი განცხადებაა, რაც ზელენსკიმ შეიძლება გააკეთოს და ამერიკა ამას დიდხანს არ მოითმენს“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social.

მან ასევე თქვა, რომ სამშაბათს კიევთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმების განახლებული ინფორმაცია გავრცელდება. ვლადიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ უკრაინა კვლავ მზადაა დოკუმენტზე ხელის მოსაწერად.

ორშაბათს საღამოს, Wall Street Journal-მა მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი სამხედრო მიწოდებების დაფინანსება შეწყვიტა და განიხილავს არსებული მარაგებიდან იარაღის გადაცემის გაყინვას, რაც საფრთხეს შეუქმნის უკრაინის შესაძლებლობას, რუსულ ჯარებს წინააღმდეგობა გაუწიოს.

ფინანსური მხარდაჭერა უკვე შეჩერდა ბოლო კვირების განმავლობაში თეთრი სახლის მიერ საგარეო დახმარების შეწყვეტის ფონზე, წერს გამოცემა, ხოლო უკრაინისთვის იარაღის მთავარი არხის შესაძლო ჩაკეტვის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირებას მოჰყვა.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ადრევე მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას უცხოური დახმარების აკრძალვიდან გამომდინარე გამორიცხავდა, მაგრამ მაღალი თანამდებობის პირი პიტერ მაროკომ არ გაგზავნა საჭირო წერილი პენტაგონში, რათა დახმარება კიევისთვის არ შეწყვეტილიყო, იტყობინება WSJ.

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ახალი სამხედრო დახმარების გარეშე, უკრაინას, სავარაუდოდ, წლის შუა რიცხვებამდე ეყოფა იარაღი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ამჟამინდელი ტემპით გასაგრძელებლად. ნაწილობრივ, ეს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დამსახურებაა, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა იარაღის მიწოდება კიევისთვის, სანამ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, აღნიშნავს WSJ.

როგორც CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ სამხედრო დახმარების შეჩერების შედეგები ბრძოლის ველზე შესამჩნევი გახდება, მაგრამ მარაგების ამოწურვის შემდეგ, ეფექტი სერიოზული იქნება.

„არსებობს პოტენციური მიმართულებები, რომლის შევსებას ევროპა დამოუკიდებლად ვერ შეძლებს“, — განაცხადა მან.

პოპულარული

სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ – პაპუაშვილი ოპოზიციაზე

"სერბეთში რომ ყოფილიყვნენ, იქაც დამარცხდებოდნენ " - "ქართული ოცნების"...

The Economist: აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის დონბასში დემილიტარიზებულ ზონას ითვალისწინებს

აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინაში ომის დასრულების ახალი ვარიანტი მოამზადა. ამის...

„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი დიალოგისთვის, იცის, საიდან უნდა დაიწყოს “

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან...

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც...

რატომ უყვარს ჰოლივუდს ისევ შიში: ჰორორი კინოს ყველაზე ძლიერ ბიზნესად იქცა

ოდესღაც ჰორორი ჰოლივუდისთვის იაფი, სწრაფად გადასაღები და პრესტიჟისგან შორს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში"...

მაქსიმ გალკინის კონცერტი თურქეთში ისრაელის მხარდაჭერის გამო გაუქმდა

რუსი არტისტის, მაქსიმ გალკინის კონცერტი, რომელიც კვირას, 25 ოქტომბერს,...

ერთ წლიანი პატიმრობის შემდეგ, თამარ ლორთქიფანიძე თავისუფალია

თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც გასული წლის, 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე...

ყველა ამბავი

აშშ-ის კონგრესში რუსეთიდან დიზელის საწვავის იმპორტისთვის 20 წლამდე პატიმრობაზე საუბრობენ

ნებისმიერი პირი, რომელიც აშშ-ში რუსულ დიზელის საწვავს შეიტანს, ფედერალურ კანონმდებლობას დაარღვევს. საუბარი შეიძლება იყოს სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, რომლის ოდენობაც შესაბამისი...

ციხეებში წამებს ბრალდებების ეფექტიანად გამოუძიებლობა, დაუსჯელობას აძლიერებს! – საია & Amnesty International – ის ერთობლივი განცხადება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (სა.ია.) და Amnesty International ერთობლივ განცხადებაში აცხადებენ, რომ შეშფოთებას იწვევს პენიტენციურ დაწესებულებებში წამებისა და არასათანადო...

სამხრეთ აფრიკამ საქართველოში ბაობაბების ექსპორტის მცდელობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა

სამხრეთ აფრიკის სატყეო, თევზჭერისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტმა (DFFE) სისხლის სამართლის საქმე აღძრა ექსპორტიორის წინააღმდეგ, რომელიც ლიმპოპოს პროვინციიდან საქართველოში...

ეთიოპიაში მართლმადიდებელ ქრისტიანებზე თავდასხმებს, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი ამბობს, რომ ორომიის რეგიონის არსის ზონაში ორ თავდასხმას სულ მცირე 60 მორწმუნე ემსხვერპლა. განცხადება ორშაბათს,...

თბილისში 25 წლის ბიჭი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, გასულ ღამეს 25 წლის ბიჭი მოკლეს.მამაკაცი სიღნაღიდანაა და გუშინ თბილისში, რესტორან "ლისი მერეში", ძმის ქორწილში იმყოფებოდა. მათივე...

სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, აზარტული ტურნირების შესახებ კანონპროექტი არ მიიღოს

სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს კანონპროექტი, რომელიც სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის საშუალებას აძლევს.„სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ...

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს – ელისაშვილი

ბრძოლა და შეუპოვრობა იმარჯვებს, ამის დასტურია, რომ პენიტენციურის უფროსს „პანჩური“ ამოარტყეს - აცხადებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი.პოლიტიკოსის თქმით, ბრძოლისა...

რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა

რუსეთმა სასმლის შეტანა კიდევ 3 ქართულ კომპანიას შეუზღუდა - აცხადებს პრორუსი ბიზნესმენი, "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია ავრცელებს....

პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს – საია

"პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს" - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს....

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს – გიგა ფარულავა

პარტიების აკრძალვის შემდეგ ჩვენ დავტოვებთ პარლამენტს, სადეპუტატო მანდატებს, რომელიც უშუალოდ ამომრჩეველმა მიანიჭა ჩვენს პარტიას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“...

ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს

ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში, ვრცელ პოსტს აქვეყნებს სათაურით - ავღანეთის ბაზრის პოტენციალი და საქართველოსთან ეკონომიკური...