აშშ-მ ჰუსიტების ნავთობის პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა – დაღუპულია 38 ადამიანი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენში მდებარე ჰუსიტების ნავთობ პორტზე საჰაერო იერიში მიიტანა. ოპერაციის მიზანი ირანის მხარდაჭერილი მებრძოლებისთვის  საწვავის წყაროს გადაკეტვა იყო.

ბოლო ცნობებით საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაიღუპა და 100- ზე მეტი დაშავდა.

The Guardian-ი იუწყება, რომ აშშ-მ საჰაერო იერიში რას იზა-ს პორტზე მიიტანა, რომელიც ამბოხებულებს ბოლო 10 წლის განმავლობაში საწვავით ამარაგებდა.  აშშ-ს თავდაცვის ძალების ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული იერიში არ იყო მიზანმიმართული შეტევა იემენის მოქალაქეთა მიმართ.

“ეს არ იყო იემენელი ხალხისადმი მიზანმიმართული შეტევა – მათ სამართლიანად სურთ ჰუსიტების უღელი გადააგდონ და მშვიდობიანად იცხოვრონ”. – თქვა აშშ-ს თავდაცვითი ძალების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.