გახარიამ საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა – ირაკლი კობახიძე

“გახარიამ საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა “- “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს ზურგში დანა დაარტყა, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან.

“გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან”, – განაცხადა კობახიძემ.